ელენე ხოშტარია: ძალაუფლება არის ხალხის და არა სუს-ის, კობახიძის თუ ნებისმიერი ადამიანის, რომელსაც დღეს შეიძლება, აქვს ფული, მაგრამ არ აქვს ღირსება
“ძალაუფლება არის ხალხის, ძალაუფლება საქართველოს მოქალაქის არის და არა სუს-ის, ივანიშვილის, კობახიძის თუ ნებისმიერი ადამიანის, რომელსაც დღეს შეიძლება, აქვს ფული”, – ამის შესახებ პარტია „დროას” ლიდერმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ გლდანში წარდგენისას განაცხადა.
„საქმე არ არის პროცენტებში. საქმეა ისაა, რომ თქვენ აბსოლუტურად ყველას უთხარით, რომ ძალაუფლება არის ჩვენი! ძალაუფლება არის ხალხის! ძალაუფლება საქართველოს მოქალაქის არის და არა სუს-ის, ივანიშვილის, კობახიძის თუ ნებისმიერი ადამიანის, რომელსაც დღეს შეიძლება, აქვს ფული, მაგრამ არ აქვს ღირსება. წინა არჩევნებზე ღირსებამ დაამარცხა ღორობა, უნამუსობა, უსიყვარულობა. ეს მაგალითი გლდანმა უნდა გადასცეს მთლიანად საქართველოს. მე ძალიან ამაყი ვიქნები, როდესაც ერთმანეთს შევხვდებით რამდენიმე წლის შემდეგ, თვალებში ჩავხედავთ ერთმანეთს და ვეტყვით, რომ მე თქვენ ღირსეულად წარმოგადგენდით, არასდროს მომიტყუებიხართ, ეს უნდა დავამტკიცოთ, რომ პოლიტიკოსები არ არიან მატყუარები, პოლიტიკოსები წარმოადგენენ ხალხს, ქვეყანას, იდეას და აშენებენ ჩვენ ქვეყანას“, – აცხადებს ხოშტარია.