მიხეილ სარჯველაძე: ნამდვილად შეგვეშალა, როცა ძალიან ბევრი რამ გიორგი გახარიას მივანდეთ
“ნამდვილად შეგვეშალა, როცა ძალიან ბევრი რამ გიორგი გახარიაზე გვქონდა მინდობილი“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის ბრალდებებთან დაკავშირებით გახარიას მიერ პროკურატურისათვის მიმართვას, სარჯველაძის თქმით, აღნიშნული თემისგან ამხელა ამბის შექმნა არ ღირს.
“ნარკოტესტზე ბევრი საუბარი სასარგებლო არც ოპონენტებისთვის იქნება, რადგან ამ შემთხვევაში მთავარი შემოქმედები და საზოგადოებაში ეჭვის გამჩენი თავად იყვნენ. არ მგონია, რომ მათთვის ამ საუბრის გაგრძელება პროდუქტიული იყოს და სამართლებრივი თვალსაზრისით პერსპექტიული. ამ თემისგან ამხელა ამბის შექმნა არ ღირს. თვალი გადაავლეთ, ნარკოტესტზე საუბარი როგორ დაიწყო და შემდეგ როგორ განვითარდა ყველაფერი. ამ თემაზე ბევრი საუბარი სასარგებლო არ იქნება არც ოპონენტებისთვის, რადგან ამ შემთხვევაში მთავარი შემოქმედები და საზოგადოებაში ეჭვის გამჩენი თავად იყვნენ. არ მგონია, მათთვის ამ საუბრის გაგრძელება პროდუქტიული იყოს და სამართლებრივი თვალსაზრისით პერსპექტიული, რადგან ეს განცხადება ბევრ უხეშ შეცდომას მოიცავს. რაც შეეხება გახარიას განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა, ასეთი მსჯელობა აბსოლუტურად მიუღებელია. სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად არ არის, როცა ასეთი სახეცვლილება მერკანტილური მოტივებიდან გამომდინარე აქვს. მსგავსი ტიპის საყვედურის თქმა ჩვენ მიმართაც შეიძლება – ნამდვილად შეგვეშალა, როცა ძალიან ბევრი რამ გიორგი გახარიაზე გვქონდა მინდობილი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.