ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ტაქტიკა გვეხმარება საარჩევნო შედეგის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებაში

“ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ტაქტიკა გვეხმარება ჩვენ საარჩევნო შედეგის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებაში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს წინა წლების არჩევნების შედეგების გაუმჯობესება შეუძლია.

“ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ტაქტიკა გვეხმარება ჩვენ საარჩევნო შედეგის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებაში. ისინი საუბრობენ რადიკალიზაციაზე, პოლიტიკურ პროცესებში ქაოსის შემოტანაზე. ასეთ დროს კი უფრო მობილიზებული იქნება ჩვენი ამომრჩეველი. ბუნებრივია, ჩვენს ქვეყანაში არეულობა და ქაოსი არავის უნდა. ხალხს განვითარება სჭირდება. ჩვენ წინა არჩევნების შედეგების გაუმჯობესება თავისუფლად შეგვიძლია. მაშინ ჩვენ ავიღეთ 48% და შეგვიძლია არა ამ შედეგის შენარჩუნება, არამედ გაუმჯობესება. ჩვენი პრინციპული ამოცანაა, მივიღოთ ყოველი მეორე ხმა.

რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, პრინციპულია თბილისში პირველივე ტურში კახა კალაძის გამარჯვება და ამაში დარწმუნებულებიც ვართ. ძალიან კარგი განწყობაა და “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს ისე, როგორც სჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას,” – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები