ანრი ოხანაშვილი: მსოფლიო ბანკის კვლევა არის კიდევ ერთხელ აღიარება იმ რეფორმებისა, რასაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა მსოფლიო ბანკის კვლევას, რომელშიც მაღალ დონეზეა შეფასებული საქართველოს მაჩვენებლები კვლევის შემადგენელი ინდიკატორებით.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკის 2020 წლის კვლევა კიდევ ერთხელ არის დასტური იმის, რომ საქართველო და ჩვენი ხელისუფლება არის სანდო და საიმედო პარტნიორი ევროატლანტიკური სივრცისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისადმი.

​„ეს კვლევა ეფუძნება მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების ანალიზსა და კვლევას და ეს კიდევ ერთხელ არის აღიარება იმ რეფორმებისა, რასაც საქართველოს ხელისუფლება 2012 წლიდან მოყოლებული ატარებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ხელისუფლების ეფექტიანობის მიხედვით, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის საუკეთესო 20%-ში, 38-ე ადგილზე გავიდა, ევროპაში მსოფლიო ბანკის წევრი კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო ოცეულში კი ჩვენი ქვეყანა მე-19 ადგილზე დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები