ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე 15 დეკემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებზე იმსჯელეს

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის თანა-თავმჯდომარეობით, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა.

პარლმენტის ინფორმაციით, სხდომაზე იმსჯელეს მიმდინარე წლის 15 დეკემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებზე.

მოისმინეს ევროკომისიისა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლების ხედვები სამიტის პრიორიტეტებისა და მოსამზადებელი დეკლარაციის თაობაზე. ბიუროს წევრებმა ასევე იმსჯელეს ასამბლეის მიერ მოსამზადებელ ოფიციალურ განცხადებაზე, რომელიც როგორც წესი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ კეთდება. თავის გამოსვლაში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, წინასაარჩევნო გარემოზე, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გეგმებსა და ამ პროცესში ევროპარლამენტის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გამოსვლისას მან ასევე ხაზი გაუსვა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს, რუსეთიდან მიმდინარე საფრთხეებს, და საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას და კოვიდ პანდემიის მიუხედავად რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებს. ბიუროს შეხვედრაზე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური ვითარება, მათ შორის, ვაქცინაციის მიმდინარეობა. ბიუროს წევრებმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მომავალთან დაკავშირებით პარტნიორი ქვეყნების ხედვებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე, აგრეთვე, მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2021 და 2022 წლებში განსახორციელებელ აქტივობებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები