ზაურ დარგალის თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლის მოთხოვნით ოპოზიცია შულავერში გზის გადაკეტვას გეგმავს, რაც “ნაცმოძრაობის” პროვოკაციული ნაბიჯების გაგრძელებაა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა, ზაურ დარგალმა „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულში ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციებია მოსალოდნელი.

დარგალის თქმით, შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მოთხოვნით აქციასა და საავტომობილო გზის გადაკეტვას გეგმავს

“ქართული ოცნების“ წევრები მოსახლეობას მოუწოდებენ, არ აყვნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს და არ გადაკეტონ ცენტრალური მაგისტრალი, რადგან ქმედება შესაძლოა, მოსახლეობაში დაპირისპირების მიზეზი გახდეს.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში გეგმავს აქციას, გზის გადაკეტვას მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მოთხოვნით. ეს გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან წინასაარჩევნოდ დაგეგმილი დესტრუქციული და პროვოკაციული ქმედებების გაგრძელება“, – განაცხადა დარგალმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ოფისში ზაურ დარგალის განცხადებას უპასუხეს და აღნიშნეს, რომ ინფორმაცია, თითქოს, „ნაცმოძრაობა“ გეგმავს აქციის ორგანიზებას, სიმართლეს არ შეესაბამება.

ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანლის, გიორგი მუმლაძის განმარტებით, თუ მოსახლეობა საკუთარი აზრის დაფიქსირებას და რაიმე ფორმით პროტესტის გამოხატვას გადაწყვეტს, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა და ხელი არ უნდა შეუშალონ.

„არანაირი აქციის ჩატარებას არ ვგეგმავთ. უფრო მეტიც, ერთ საათში დასავლეთ საქართველოში მივემგზავრები. თუ მოსახლეობა გადაწყვეტს რაიმე ფორმით აზრის დაფიქსირებას, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა“, – აცხადებს გიორგი მუმლაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები