გახარიას პარტიის დეპუტატობის კანდიდატი სპილენძის ქვაბის ქურდობისთვის დააკავეს

კახეთში, პარტია „საქართველოსთვის” წევრი, ვასილ პაპაშვილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ის სიღნაღის საკრებულოში წარდგენილი პროპორციული სიით გამსვლელ დეპუტატთა შორის 22-ე ნომერს იკავებს.

გამოძიების ცნობით, 22 წლის ახალგაზრდა საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული სათავსიდან  ლითონის სხვადასხვა საგანს სისტემატურად იპარავდა.

არსებული ინფორმაციით, პაპაშვილი ქურდობის დროს დააკავეს. ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა მოწყობილობა, მათ შორის, სპილენძის ქვაბი. მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

წყარო :cnews.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები