ელისო ბოლქვაძე, პარიზში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – ელისო ბოლქვაძე, პარიზში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს. ელისო ბოლქვაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

პარლამენტის ინფორმაციით, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ასევე პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარისა და საფრანგეთისთვის მებრძოლი წარმოშობით ქართველი ჯარისკაცების პატივსაცემად ტრიუმფალურ თაღთან ცეცხლის დანთების ცერემონიასა და ინვალიდების სასახლეში მისი ხსოვნის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

„საოცარი გრძნობაა, როცა საფრანგეთში შენი თანამემამულის ხსოვნის პატივსაცემად გრანდიოზული ღონისძიებები იმართება. ფრანგი ხალხი უდიდესი მოწიწებით იხსენებს პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარს და აფასებს მის ღვაწლს”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები