ირაკლი ღარიბაშვილი: „ხელისუფლების ეფექტურობის” მიხედვით, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის საუკეთესო 20%-ში, 38 -ე ადგილზე გავიდა, ევროპაში მსოფლიო ბანკის წევრი კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო ოცეულში კი ჩვენი ქვეყანა მე-19 ადგილზე დასახელდა

„ხელისუფლების ეფექტურობის” მიხედვით, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის საუკეთესო 20%-ში, 38 -ე ადგილზე გავიდა, ევროპაში მსოფლიო ბანკის წევრი კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო ოცეულში კი ჩვენი ქვეყანა მე-19 ადგილზე დასახელდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორ პრემიერმა აღნიშნა, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევაში საქართველო „მთავრობის ეფექტიანობის” მიხედვით მსოფლიოში 50-ე ადგილზე იყო.

„საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 8 სახელმწიფოს: იტალიას, პოლონეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, ხორვატიას, ბულგარეთს და რუმინეთს. ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან საქართველო „ხელისუფლების ეფექტურობით” უსწრებს 12 სახელმწიფოს. კავკასიასა და შავიზღვისპირეთში კი ვართ პირველ ადგილზე. მე მინდა ასევე აღვნიშნო Economist Intelligence Unit-ის კვლევა, რომელიც „გლობალური მმართველობის ინდიკატორების” მეთოდოლოგიით გადამუშავდა.

მსოფლიოს 180 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში ბიუროკრატია შეფასდა ორი მიმართულებით – ეს არის პირველი – ბიუროკრატიის ხარისხი, ინსტიტუციონალური ეფექტურობა და მეორე, ეს არის ჭარბი ბიუროკრატიისაგან თავისუფლება. საქართველომ წელს ზედიზედ მეოთხედ შეფასების 100%-იანი შკალიდან 75% აიღო, რითაც მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის მსოფლიოში მე-17, ხოლო ევროპაში მე-12 პოზიციაზე გავიდა.
ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველო კანონის უზენაესობით უსწრებს დიდი შვიდეულის 1, ევროკავშირის 2 და ნატო-ს წევრ 5 სახელმწიფოს. აღსანიშნავია, რომ 2008-2012 წლებში საქართველოს შეფასება ბიუროკრატიის კუთხით რამდენიმე ათეულ ადგილს მიღმა, 62.5 პროცენტის დონეზე იყო გაყინული”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები