თეა ახვლედიანი: უნდა გავაგრძელოთ სამშვიდობო პროცესის განხორციელება, რათა მივაღწიოთ აფხაზთა და ქართველთა კეთილდღეობას საერთო, ძლიერ და ევროპულ სახელმწიფოში

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას დილიდან პატივს მიაგებენ. მემორიალთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი მივიდა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიიღო.

„დღეს მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირებისა და მოქალაქის წინაშე, რომელთა ქვეყნის ერთიანობისთვის გაწეული ღვაწლი ყოველთვის გვემახსოვრება. ჩვენ, ყველამ ერთად, სწორედ ჩვენი გმირების ქვეყნისთვის თავგანწირვის სულისკვეთებით, დაუღალავი შრომითა და გაძლიერებული ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ სამშვიდობო პროცესის განხორციელება, რათა მივაღწიოთ ჩვენი ხალხის გაერთიანებას, აფხაზთა და ქართველთა კეთილდღეობას საერთო, ძლიერ და ევროპულ სახელმწიფოში“, – განაცხადა ახვლედიანმა.

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა.1993 წლის 27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები