კახა კუჭავა: არ შეიძლება, ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს თანამდებობის დატოვება, სანამ ჯერ არც ვიცით, რეალობა რაში მდგომარეობს

“არ შეიძლება, ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს თანამდებობის დატოვება, სანამ ჯერ არც ვიცით, რეალობა რაში მდგომარეობს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი ზომები გამოძიების დასრულების შემდეგ გატარდება.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში იმ რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ თუ რამე ხდება, ყველაფერზე არის თანამდებობის დატოვების მოთხოვნა. არ შეიძლება, ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს თანამდებობის დატოვება, სანამ ჯერ არც ვიცით, რეალობა რაში მდგომარეობს, ამიტომ, გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება შესაბამისი ზომები ყველა კანონდამრღვევის მისამართით, თუ ასეთი ფაქტი დადასტურდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შედეგები ნდობის აღდგენის კუთხით მოსახლეობისთვის იყოს წარდგენილი. ჩაერთვებიან ამაში როგორც ამერიკელი, ისე, ევროპელი ექსპერტები, რათა ობიექტურობასთან და შედეგებთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები