“დადგინდება ის, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და იკითხებიან სუს-ის თანამშრომლები.
„თქვენ რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლები არ გადიან გამოკითხვას?! იკითხებიან. გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება თუ საჭიროდ ჩათვლის, გამოიკითხება ყველა, თუმცა, არავინ დაიჩაგრება, განსაკუთრებუთ – უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ვინც თავიანთ საქმეს აკეთებენ. გამოძიების შედეგად დადგინდება ის, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა. დადგინდება სიმართლე”, – განაცხადა ლილუაშვილმა.