ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაზე დიდი ცდუნება, რაც შეიძლება, ადამიანმა გამოსცადო, არის ძალაუფლება

“ყველაზე დიდი ცდუნება, რაც შეიძლება, ადამიანმა გამოსცადო, არის ძალაუფლება”, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის მეთაურის პოსტზე პირველად დანიშვნის შემდეგ ეს გრძნობა თვითონაც განიცადა.

„პრემიერმინისტრად დანიშვნის შემდეგ მეც მქონდა თავბრუსხვევა. არ დაგმალავთ ამას, იმიტომ, რომ ძალაუფლება რეალურად ცვლის ადამიანს და თუ შინაგანად არ გაქვს რაღაც სიმყარე, რაზეც დგახარ – შენი წესები, შენი მორალი, რაც განსაზღვრავს შენს ქმედებას, ძალიან რთულია გაუძლო ძალაუფლებით ცდუნებას“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები