ირაკლი კობახიძე: არასამთავრობოებს, რომლებიც კატეგორიულად ითხოვდნენ ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის შენარჩუნებას, ახლა ნეგატიური რეკლამა აშფოთებთ, ეს ორმაგი სტანდარტია

 

“არასამთავრობოებს, რომლებიც კატეგორიულად ითხოვდნენ ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის შენარჩუნებას, ახლა ნეგატიური რეკლამა აშფოთებთ, ეს ორმაგი სტანდარტია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მაუწყებლობის რეგულაციის შესახებ კანონპროექტთან და სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენ დაახლოებით 2 წლის წინ აქტიურად ვმსჯელობდით ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის აკრძალვის საკითხზე. ეს საკითხი ასახული იყო კიდეც იმ კანონპროექტში, რომელიც საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განიხილებოდა, თუმცა მაშინ მთელი კამპანია მოაწყვეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიებმა სწორედ ამ ნორმის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებდა არჩევნებში ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის აკრძალვას, მაშინ მე კომენტარი გავაკეთე იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ინიციატივით სიძულვილმა გაიმარჯვა და საბოლოოდ, ეს ნორმა აღარ ჩაიდო საარჩევნო კოდექსში. დღეს იგივე ადამიანები, აქ არის მათ შორის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ იბრძოდა აქტიურად საარჩევნო კამპანიაში სიძულვილის ენის შენარჩუნებისთვის, ასევე საია, ISFED-ი. დღეს ეს ადამიანები გაკვირვებით საუბრობენ იმაზე, რატომ არის გამოკრული გარკვეული ბილბორდები ქუჩებში და ამის წინააღმდეგ აწარმოებენ კამპანიას. იგივე არასამთავრობოები, რომლებიც კატეგორიულად ითხოვდნენ ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის შენარჩუნებას, იგივე ადამიანებს აშფოთებთ ახლა ნეგატიური რეკლამა. ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ გარკვეული ადამიანები მხოლოდ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედებენ“,-განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები