მიხეილ ჩხენკელი: პრემიერმინისტრმა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ძალიან საინტერესო ინიციატივები გაახმოვანა

“პრემიერმინისტრმა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ძალიან საინტერესო ინიციატივები გაახმოვანა”, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაეროში. მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან მან გაახმოვანა ძალიან საინტერესო ინიციატივები და შეეხო ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ ყველა გამოწვევას. განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენი ქვეყნის მთავარ ტკივილს, ოკუპირებულ ტერიტორიებს. პრემიერ-მინისტრმა მაღალი ტრიბუნიდან ცივილიზებულ სამყაროს მოუწოდა, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის საქმეში. ასევე მნიშვნელოვანია ის ახალი სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა კავკასიის რეგიონისთვის და მას გაეროში უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები