კახა იმნაძე: იმას, რაც პრემიერის მიერ ითქვა, სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის სახით, საერთაშორისო თანამეგობრობიდან დიდი დაინტერესება აქვს, რადგან მათ უკვე აქვთ იმის გამოცდილება, რომ რასაც საქართველო ამბობს, იმას აკეთებს
“იმას, რაც დღეს პრემიერის მიერ ითქვა, სამხრეთ კავკაციის სმშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის სახით, საერთაშრისო თანამეგობრობიდან და დაინტერესებული ქვეყნებიდან კარგი განნწყობა აქვს, იმიტომ, რომ მათ უკვე აქვთ იმის გამოცდილება, რომ რასაც საქართველო ამბობს, ამას აკეთებს”, – ამის შესახებ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, კახა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ მსოფლიო თანამეგობრობას პრაქტიკული დახმარება გაუწია ამ საკითხბში.
„რამდენიმე ელჩმა დამირეკა იმ სღამოსვე. უფრო მეტი დეტალი აინტერესებდათ და გადაწყვეტილი გვაქვს, როგორც კი დსრულდება ვიზიტი და ცოტა მეტი დრო გვექნება, ჩემს კოლეგებთან სამუშაო გარემოში მექნება საუბრები, რათა უფრო კარგად განვუმარტო ეს ყველაფერი. ის, რაც პრემიერმა აღნიშნა, ეს არ იყო ცარიელ ნიადაგზე ნათქვამი სიტყვა. თქვენ მოგეხსენებათ იმ შუამავლობის შესახებ, რომელიც საქართველომ გასწია ჩვენს რეგიონში, მაშინ, როდესაც გადაცემული იქნა დანაღმული ველების რუქები, ხოლო მეორეს მხრივ, მოხდა დაგკავებული პირების გათავისუფლება. ეს რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა არც რეგიონში, არც რეგიონის გარეთ.
ის ფუნქცია, რომელიც საქართველოს ჰქონდა ავღანეთში, ის როლი, რომელიც საქართველომ შეასრულა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში, ესეც შეუმჩნეველი არ დარჩენია არავის და ძალიან ბევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი, ეს იქნებოდა მთავრობის მეთაური თუ საგარეო სქმეთა მინისტრები, რომლებსაც ჰქონდათ შეხვედრები ჩვენ დელეგაციასთან, როგორც პრემიერთან, ისე ბატონ დავით ზალკალიანთან, ამას ხაზს უსვამდნენ და დიდი მადლიერებით იყვნენ განწყობილები, რომ საქართველომ მსოფლიო თანამეგობრობას პრაქტიკული დახმარება გაუწია ამ საკითხბში. ასე, რომ ის, რაც დღეს პრეემიერის მიერ ითქვა, საერთაშრისო თანამეგობრობიდან და დაინტერესებული ქვეყნებიდან კარგი განნწყობა აქვს, იმიტომ, რომ მათ უკვე აქვთ იმის გამოცდილება, რომ რასაც საქართველო ამბობს, ამას აკეთებს. 2014 წელს, როდესაც პრემიერმა ღარიბაშვილმა გააჟღერა აბრშუმის გზის ფორუმის იდეა, რამდენი წელია გასული და ეს ფორუმი უკვე ყოველწლიურია და მოქმედებს. ანუ ეს ახალი ინიიატივაც ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ იქნება და იმედი მაქვს, განხორციელდება რეგიონის ქვეყნების და სტრატეგიული პარტნიორეების ჩართულობით“, – განაცხადა კახა იმნაძემ.