პანკისის სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა
პანკისის ხეობის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგა.
ინფორმაციას ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ადასტურებენ.
ელექტროენერგიის აღსადგენად, სამუშაოები მდინარე ალაზანზე წყლის დაკლებისთანავე დაიწყო და ამ დროისთვის, სრულად დასრულებულია.
პანკისის გარდა, უამინდობამ პრობლემები შექმნა თუშეთშიც, სადაც დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიც. 18-ე საუკუნის კესელოს ციხე კოშკის ერთი ნაწილი გუშინ ჩამოინგრა.