დაბა აგარაში საცხოვრებელი კორპუსის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

დაბა აგარაში საცხოვრებელი კორპუსის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ფასადის ლესვისა და სადარბაზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

“ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს დაბა აგარაში, ნინოწმინდის ქ. #7-ში, ბმა ,,იმედის”-ს საცხოვრებელი კორპუსის მიმდინარე სარემონტო სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სახურავს, ფასადს და კეთილმოეწყობა სადარბაზოები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასადის ლესვისა და სადარბაზოების კეთილმოწყობის სამუშაოები.
პროექტი ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტში მოქმედი „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის თანადაფინანსების” პროგრამის ფარგლებში.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ბილდერ გრუპი”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები