ცესკო-ს ინფორმაციით, 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 -ია. ადმინისტრაციამ უკვე დაასრულა ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა.
თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა მილიონ 2 ათას 900-ია, აქედან 41 314 რეგისტრირებულია კრწანისის ოლქში, სადაც არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებენ.
39 135 ამომრჩეველს წელს პირველად ეძლევა შესაძლებლობა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მათ კენჭისყრის დღისთვის უსრულდებათ 18 წელი.
გარდა ამისა, დღეიდან დაიწყო საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა 9 სტამბაში. პროცესს აკვირდებიან როგორც ცესკოს წევრები, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები.