დავით ქართველიშვილი: ცაგერში ქართულ ოცნებას მინიმუმ 70%-იანი მხარდაჭერა აქვს და მანქანას კი არა, კენჭსაც არავის მისამართით არ გაისვრიან

როგორ გულდასმით აქვს გამჯდარი გახარიას “კაგებეშნიკური” მეთოდები. ატეხეს დილიდან ამბავი, ცაგერში კანდიდატის მანქანას ესროლესო, – ასე ეხმაურება ექსპერტი დავით ქართველიშვილი პარტია ,,საქართველოსთვის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი თქმით, ცაგერში “ქართულ ოცნებას” დიდი მხარდაჭერა აქვს, ხოლო გახარია მსგავსი ინფორმაციების გავრცელებით მალევე იშიფრება.

“როგორ გულდასმით აქვს გამჯდარი გახარიას “კაგებეშნიკური” მეთოდები. ატეხეს დილიდან ამბავი, ცაგერში კანდიდატის მანქანას ესროლესო, მერე ბრიფინგი ჩაატარეს და ქართული ოცნება დაადანაშაულეს, მერე ნაციონალების ტელევიზიებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ამ ამბავს. რეალურად, ცაგერშირ ქართულ ოცნებას მინიმუმ 70% იანი მხარდაჭერა აქვს და მანქანას კი არა, კენჭსაც არავის მისამართით არ გაისვრიან. ეჰ გახარია გახარია, როგორ მარტივად იშიფრება შენი ქოსატყუილები.” – წერს facebook-ზე დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები