როგორ გამოიყურება გარესამყაროს მოწყვეტილი თუშეთი – ფოტოები ადგილიდან

თუშეთი ისევ გარესამყაროს არის მოწყვეტილი. მიზეზი რამდენიმე ლოკაციაზე განვითარებული მეწყრული პროცესებია, რამაც ერთადერთი საავტომობილო გზის ნაწილი მნიშვნელოვნად დააზიანა. უამინდობის გამო, ამ დრომდე, ტექნიკა მუშაობს ვერ იწყებს. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების შედეგად, თუშეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიც დაზიანდა. ჩამოინგრა 18-ე საუკუნეში აგებული კესელოს ციხის შემადგენლობაში არსებული კოშკის ერთი ნაწილი.

თუშეთიდან ბარში, თელავის აეროპორტის ტერიტორიაზე 100-მდე მოქალაქე, მათ შორის უცხოელი ვიზიტორები ცოტა ხნის წინ გადმოიყვანეს. პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ფშაველი-აბანო-ომალოსსაავტომობილო გზის სამი მონაკვეთის დაზიანების გამო, მაღალმთიანი დასახლება გარე სამყაროს მოწყდა, რის გამოც ადგილობრივები და უცხოელი ტურისტები მთაში ჩარჩნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები