სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონს მალიში ფრანგი სამხედროს დაღუპვის გამო მიუსამძიმრა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს მალიში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ფრანგი სამხედროს დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.
„ვუსამძიმრებ ემანუელ მაკრონს და სრულიად საფრანგეთს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლობა და ასევე სიმამაცის დადასტურებაა. საქართველო განაგრძობს საჰელის რეგიონში სტაბილურობისათვის გაწეული ძალისხმევის მხარდაჭერას“, – წეს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.
Toutes mes condoléances à @EmmanuelMacron et à toute la France. La lutte contre le terrorisme est une responsabilité de notre communauté internationale, mais aussi une preuve de courage.
La Géorgie continue à soutenir les efforts vers la stabilité de la région sahélienne. https://t.co/xokzDA9uSY
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) September 25, 2021