ვატო შაქარიშვილი: ამ ვიწროპარტიულ დღის წესრიგში იკარგება ხალხის რეალური პრობლემები

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი, საკრებულოში არჩევნებამდე ჩატარებულ ბოლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კობახიძე-მელიას ინციდენტს გამოეხმაურა, მისი თქმით “ახია ქართულ ოცნებაზე, რადგან დამნაშავე ნიკა მელია, ნაცვლად იმისა, რომ პასუხს აგებდეს, თავს ესხმის მმართველი პარტიის თავმჯდომარეს”.

მისივე თქმით, ამ ვიწროპარტიულ დღის წესრიგში იკარგება ხალხის რეალური პრობლემები.

“მერწმუნეთ, ეს მძიმე სანახავი იყო, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ქვეყანაში 2012 წლის 1 ოქტომბერი დააყენა. ნაცმოძრაობა თავისი მცირე სატელიტებით და ზონდერ – პარტიებით იბრძვის რევანშის გზით ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, ხოლო ქართული ოცნება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების შესანარჩუნებლად.

მოგეხსენებათ, რომ ქალაქში მე ვარ მაჟორიტარობის ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატი და ვისურვებდი, რომ თუნდაც ერთი საქმიანი, კონსტრუქციული, ჯანსაღი დებატი შემდგარიყო კონკურენტებთან, მაჟორიტარ კანდიდატებს შორის, რასაც მოუსმენდა ჩვენი მაყურებელი და გააკეთებდა ინდივიდუალურ არჩევანს, თუმცა ასეთი შეხვედრა არ შედგა”, – განაცხადა შაქარიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები