ირაკლი კობახიძე: ნიკანორ მელიამ, პირველ ყოვლისა, შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირს, რასაც სჭირდება ადეკვატური რეაქცია

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ გუშინ მომხდარი ინცინდენტისას ნიკანორ მელიამ ევროკავშირს მიაყენა შეურაცხყოფა, რასაც ადეკვატური რეაგირება უნდა მოყვეს.

“რადგან ევროკავშირის ოფისის წინ მოხდა ეს ყველაფერი, პირველ ყოვლისა, ნიკანორ მელიამ ევროკავშირის ელჩს აკადრა ის, რაც გააკეთა გუშინ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის ელჩის მხრიდან მყისიერი რეაგირება ამ თემაზე. მით უმეტეს, რომ ისიც არის პასუხისმგებელი მელიას გარეთ ყოფნაზე. ის არის ცნობილი კრიმინალი. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია, ვთქვა, დანარჩენი, რაც შეეხება იმას, სპექტაკლში ვინ მონაწილეობდა და ვინ არა, ამაზე გამიჭირდება კითხვაზე პასუხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები