შალვა პაპუაშვილი – გიორგი გახარიაზე: მე ვფიქრობ, რომ მისი ქცევა არის ძალიან არასერიოზული, პირველ რიგში, ეს აჩენს ეჭვებს, ყველა საჯარო მოხელეს და პარლამენტის წევრს გავლილი აქვს ეს ტესტი

,,სწორედ, ტელეკომპანია ,,იმედის’’ სიუჟეტით გავიგეთ ჩვენ მნიშვნელოვანი საკითხები მის ნარკოლოგიურ ცნობასთან დაკავშირებით. ჯერ ეს ერთი, ბოლომდე არ არის წარმოდგენილი ცნობა და, ზოგადად, იმ გარემოებასთან დაკავშირებით, არის ეჭვები, რომელიც უკავშირდება ამ ტესტს’’, – განაცხადა პარტია ,,ქართული ოცნების’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “ნიუსრუმის” ეთერში.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ეჭვებს აჩენს ის ფაქტი, რომ ექიმმა ვერ იცნო დოკუმენტი, ხოლო საქართველოში დისკუსიის საგანს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ გახარია არ ენდობა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.
,,ფაქტია, რომ ექიმმა საერთოდ ვერ იცნო დოკუმენტი, რაც გასაკვირია. საქართველოში დისკუსიის საგანს წარმოადგენს, თუ რატომ არ ჩატარდა ტესტი საქართველოში. ეს იყო ნარკოტესტი, რომელიც ადამიანმა ნებაყოფლობით ჩაიტარა და ნებაყოფლობით თავადვე გაასაჯაროვა. ამაში პერსონალური და დაფარული არაფერია. ეს ხომ არ არის ანალიზი რაღაც დაავადებასთან დაკავშირებით? ამ ტესტის მთავარი დანიშნულება იყო მისი გასაჯაროება. მე ვფიქრობ, რომ მისი ქცევა არის ძალიან არასერიოზული. პირველ რიგში, ეს აჩენს ეჭვებს. მეც მაქვს ეს ტესტი ჩატარებული და ყველა საჯარო მოხელეს და პარლამენტის წევრს. მასაც ექნება თავის დროზე ტესტი გავლილი და რა იყო აქ განსაკუთრებული, ასე რომ არ ენდობა ყოფილი პრემიერ-მინისტრი მთელ ქვეყანას, არ ენდობა, კიდევ ერთხელ, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომელიც ამ ქვეყანაში სარგებლობს მაღალი ნდობით. ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შსს მინისტრი უნდობლობას უცხადებს ექსპერტიზის ბიუროს და მასში დასაქმებულ ადამიანებს, ეს მე მგონია თქვენც უნდა ხვდებოდეთ, რომ მნიშვნელოვანი საკითხია. ახლა რასაც საუბრობს ის, სამწუხაროდ ტიპური სურათია რასაც ჩვენ გახარიას მხრიდან ვხედავთ, ეს არის დამაჯერებელი ტონით ზღაპრების მოყოლა. ‘’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები