მაკა ბოჭორიშვილსა და დუმიტრუ ალაიბას შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარე, მაკა ბოჭორიშვილსა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მოლდოვას დელეგაციის ხელმძღვანელ, დუმიტრუ ალაიბას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ასოცირებული ტრიოს ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საერთო მიზნების განხორციელების მიზნით მჭიდრო კოორდინაციაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო დონეზე ასოცირებული ტრიოს საქმიანობის გაძლიერებასა და ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გაღრმავებას. სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ასევე განიხილეს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი პრიორიტეტები და მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილი სამიტის მნიშვნელობა.

საუბრისას მაკა ბოჭორიშვილმა დუმიტრუ ალაიბას ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მოლდოვას დელეგაციის ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები