მაკა ბოჭორიშვილსა და მარია კარაპეტიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარე მაკა ბოჭორიშვილსა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელ მარია კარაპეტიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლისა და დაგეგმილი სამიტის შესახებ მოსაზრებები გაცვალეს.

საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების კუთხით სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას. მაკა ბოჭორიშვილმა მარია კარაპეტიანს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები