კალაძე: კოკაინზე საუბარი გახარიამ თავად წამოიწყო, მისმა ქმედებებმა ბევრი კითხვა გააჩინა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გახარიას კონტექსტში მას კოკაინი არასდროს უხსენებია და ამაზე საუბარი თავად გახარიამ წამოიწყო. მერის თქმით, ყოფილი პრემიერმინისტრის განცხადებებმა და საქციელმა კითხვები გააჩნია.

„გიორგი გახარია ან კოკაინი არასდროს მიხსენებია. კოკაინზე საუბარი გახარიამ თავად წამოიწყო. ჯერ საუბრობდა იმაზე, რომ მზად იყო, ჩაებარებინა ეს ტესტი. რა პრობლემა იყო, საერთოდ გაუგებარია. შემდეგ ავსტრიაში გაიქცა, იქ რა უნდოდა, ისიც გაუგებარია. მისმა ქმედებებმა, სამწუხაროდ, ბევრი კითხვა გააჩინა“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები