“თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ საკლასო ოთახებში სწავლა დათქმული თარიღისთვის დაიწყება” – ეკა ტიკარაძე

“თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ საკლასო ოთახებში სწავლა დათქმული თარიღისთვის დაიწყება”, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უწყება ყველაფერს აკეთებს ეპიდსიტუაციის დასტაბილურებისთვის.

„რეგიონების მიხედვით, დადებითობის მაჩვენებელი არაერთგვაროვანია, თუმცა, განათლების სამინისტროსთან ერთად, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ საკლასო ოთახებში სწავლა დათქმული თარიღისთვის დაიწყება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

საქართველოს მასშტაბით, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში აღდგენა 4 ოქტომბერს იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები