კახა კალაძე: მელია არის ჩვეულებრივი ხულიგანი, იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც დაკავებულია დესტრუქციით

თბილისის მერი, კახა კალაძე ირაკლი კობახიძესა და ნიკა მელიას შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმაურება. კალაძის განცხადებით, მელია იმ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, რომელიც დესტრუქციითაა დაკავებული.

„მელია არის ჩვეულებრივი ხულიგანი. ის არის იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ხელმძღვანელი, რომელიც მთელი თავისი მუშაობის განმავლობაში დაკავებულია დესტრუქციით.

ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაკავებულნი იყვნენ ადამიანების წამებით, ოჯახების გაუბედურებით, როდესაც ისინი იმყოფებიან ოპოზიციაში, არის ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. ეს არის მათი რეალური სახე, ყოველთვის ცდილობენ, დესტრუქცია მოაწყონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩევნები მშვიდობიანად მიმდინარეობს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები