თეა წულუკიანი: მელია ხულიგანია, გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მის ქმედებას ევროკავშირი

“მელია ყოველდღიურ რეჟიმში ამტკიცებს, რომ ის პროფესიონალი ხულიგანია, ჩვენ გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მის ქმედებას სწორედ ის ევროკავშირი, რომლის ოფისთანაც ეს მოხდა“, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გუშინდელი ინციდენტის კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც წულუკიანმა განაცხადა, ევროკავშირის მხრიდან საინტერესოა იმის გაგება, არის თუ არა მელიას ქცევა პოლიტიკოსის ქცევა.

„რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, ევროკავშირის ოფისთან იყო, თუ არ ვცდები. აქ რა შეიძლება, ითქვას, გარდა იმისა, რომ მელია ყოველდღიურ რეჟიმში ამტკიცებს, რომ ის პროფესიონალი ხულიგანია, ჩვენ გვაინტერესებს – როგორ შეაფასებს მის ქმედებას სწორედ ის ევროკავშირი, რომლის ოფისთანაც ეს მოხდა, რადგან ჩვენ ყოველთვის გვესმოდა, კარგი იქნება, თუ ნიკა მელია იქნება გარეთ, რომ გარეთ მან შეძლოს პოლიტიკური კონკურენცია „ქართულ ოცნებასთან“. აგერ არის პერსონაჟიც, აგერ არის კონკურენცია და ჩვენ გვაინტერესებს ეს არის თუ არა პოლიტიკოსის პოლიტიკური ქცევა, როგორც ის გუშინ მოიქცა, როდესაც მიეჭრა ირაკლი კობახიძეს და მოხდა ის, რაც ვიხილეთ. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მე ვარ მისი გუნდის წევრი და არა მხოლოდ მისი საჯარო აქტივობებს, საჯარო განცხადებებს ასევე ვაკვირდები, ვხედავ, როგორც შტაბის უფროსს, როგორ მუშაობს ის და მინდა, ვთქვა, რომ რეალურად ის არის ფრონტის წინა ხაზზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები