დავით ბაქრაძემ საელჩოში რესპუბლიკელ იურისტთა ასოციაციის წევრებსა და აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერს, სენატორ მიჩ მაკკონელს უმასპინძლა

აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ საელჩოში რესპუბლიკელ იურისტთა ასოციაციის წევრებსა (Republican National Lawyers’ Association – RNLA) და სპეციალურ სტუმარს, აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერს სენატორ მიჩ მაკკონელს უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა სენატორს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მუიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა იმ ერთგულებასა და სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა აგებული.

სენატის უმცირესობის ლიდერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს რუსული აგრესიის წინააღმდეგ მტკიცე დგომისთვის, მათ შორის, ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტში რუსული სენტიმენტების არარსებობისთვის: “ქართველებს უწევთ, დაუდგნენ რუსებს, თან ძალიან ახლოდან, მათ შორის, შემოჭრისა და ოკუპაციის წინააღმდეგ, რომელიც თითქმის 15 წელია, გრძელდება. მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტში არ არის არანაირი სენტიმენტი რუსეთის მიმართ. ასე რომ, მადლობა საქართველოს სიმამაცისა და რუსების მიმართ მტკიცე დგომისთვის. ჩვენც გვიწევს მათთან გამკლავება, თუმცა, დისტანციურად, რაც გარკვეულწილად იოლი უნდა იყოს სამეზობლოში მათ გვერდით ცხოვრებასთან შედარებით”. RNLA-ის მმართველთა საბჭოს წევრმა რებ ბრაუნელმა მადლობა გადაუხადა ელჩს ასოციაციის მასპინძლობისათვის და სენატორ მიჩ მაკკონელს ედვინ მეზის ჯილდო გადასცა, რომელიც კანონის უზენაესობის დაცვისთვის არის დაწესებული, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები