ნიკოლოზ სამხარაძე: „ნაცმოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, როგორმე პროვოკაციაზე წამოაგოს „ქართული ოცნება“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, პროვოკაციაზე წამოაგოს „ქართული ოცნება“.

განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„ნაციონალური მოძრაობა“ არ ერიდება პროვოკაციებს და, პრინციპში, მისი წინასაარჩევნო კამპანია სწორედ პროვოკაციებზე არის აგებული. ამაზე ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ვისაუბრეთ და ვუთხარით, რომ ისინი, ფაქტობრივად, არ აწარმოებენ ადგილობრივი არჩევნებისთვის დამახასიათებელ წინასაარჩევნო კამპანიას, არ ჩადიან რეგიონებში, არ ესაუბრებიან ხალხს და მათი მთავარი ამოცანაა, როგორმე გამოიწვიონ პროვოკაცია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები