ირაკლი კობახიძე სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე: საინტერესო დეტალია – ჩანაწერებში იყო ჩემთან დაკავშირებული ეპიზოდები, მაგრამ გახარიასთან დაკავშირებით არც ერთი ფურცელი არ არსებობს

რაც შეეხება თარიღებს, რომელიც ამ ფარულ ჩანაწერებთანაა დაკავშირებული, იწყება 2019 წლით და მთავრდება 2021 წლის თებერვლით, – ეს არის ზუსტად ის პერიოდი, როდესაც ეს სფერო მთლიანად იყო 2 კონკრეტული უწყების პასუხისმგებლობის ქვეშ და ორივე უწყების შესაბამისი პასუხისმგებელი პირები იყვნენ გახარიას გუნდის წევრები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი-LIVE“ განაცხადა.

„უცბად ერთ-ერთი მათგანი გადადის ოპოზიციაში, ხდება გახარიას პარტიის წევრი და ზუსტად ამ წლებში შესაბამის სფეროში სხვადასხვა გზით მოპოვებული ინფორმაცია ხდება საჯარო და საჯარო იმ ტელევიზიებისთვის, რომლებთანაც ალიანსშია გახარიას პარტია. ესენია „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და მთავარი“ და მათგან ხდება ამ ინფრომაციის გამოქვეყნება“, – აცხადებს კობახიძე.

მისივე თქმით, ამ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებში 3 თუ 4 ეპიზოდი მასაც უკავშირდება.

„ის ფაქტები ბუნებაში არსებობდა. 3 წლისთავზე გამიჭირდება იმის თქმა, ეს სატელეფონო საუბარი იყო თუ სხვა ფორმატის, მაგრამ ფაქტია, რომ ის მოვლენები არსებობდა. საერთოდ არ ვიცი, რა წყაროთი შეიძლება ეს ინფორმაცია მოპოვებული იყოს, მაგრამ ეს ფაქტები მე მახსოვს. ერთი საინტერესო დეტალიც არის, რომ იყო ჩემთან დაკავშირებული ეპიზოდები, მაგრამ გახარიასთან დაკავშირებით არც ერთი ასეთი ფურცელი არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები