სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი – ვგმობთ რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების ორგანიზებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიებზე

ვგმობთ რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების ორგანიზებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიებზე მათი თანხმობის გარეშე, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა “ტვიტერზე” დაწერა.

ნედ პრაისის განცხადებით, აშშ სინანულს გამოთქვამს რუსეთის რეპრესიულ ქმედებებზე.

“ამერიკის შეერთებული შტატები სინანულს გამოთქვამს, რუსეთის იმ რეპრესიულ ქმედებების გამო, რომელმაც შეაფერხა დუმის არჩევნების თავისუფლება, სამართლიანობა და სანდოობა, და ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების ორგანიზებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიებზე მათი თანხმობის გარეშე”, – დაწერა ნედ პრაისმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები