ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის მკურნალობას 16 პაციენტი აგრძელებს

ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის მკურნალობას 16 პაციენტი აგრძელებს.

ჰოსპიტლის კურატორის, მერაბ ჩიქოვანის თქმით, პაციენტების უმეტესობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“სტაციონარში მკურნალობას აგრძელებს 16 პაციენტი. მორიგეობის განმავლობაში გაეწერა ბინაზე 2 პაციენტი. რეფერალი პოლიპროფილურ კლინიკაში არ განხორციელებულა, ლეტალური შედეგი 1 შემთხვევის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

საშუალო სიმძიმის პაციენტები გვყავს, მეტწილად. ჩვეულებრივ, სტაციონალურ პირობებში თერაპიული პროფილის პაციენტებს ვიღებთ შესაბამისი განაწილების მიხედვით. რეკონსტრუქცია ხორციელდება იმისთვის, რომ მომავლისთვის გავაკეთოთ რეანიმაციული პროფილიც”, – განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები