ელისო ბოლქვაძე: მალე საქართველოში გამოცდილი ლატვიელი ექსპერტების და ქართველი სპეციალსტების ერთობლივი კომისია დაიწყებს მუშაობას

 

პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივით, სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის კუთხით საკანონმდებლო ინიციატივები მზადდება.
საქართველოში მალე გამოცდილი ლატვიელი ექსპერტების და ქართველი სპეციალსტების ერთობლივი კომისია დაიწყებს მუშაობას.
სამუშაო ჯგუფის ჩართულბით, მოკლე დროში შესაძლებელი გახდება საქართველოში შემუშავდეს ეფექტური სისტემა, რაც ახალგაზრდა თაობას ხელს შეუწყობს გამოავლინოს და განავითაროს თავიანთი შესაძლებლობები და კრეატიული პოტენციალი სხვადასხვა სფეროში.
ამ მიზნით კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე რიგაში ლატვიის ნაციონალური სახელოვნებო სკოლის დირექტორებს და მენეჯერებს შეხვდა.

„საინტერესო შეხვედრა იყო, რომელზეც გავეცანი მთავარ გამოწვევებს და მენეჯმენტის თანამედროვე მუშაობის საკითხებს”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები