მარინა ენდელაძე: ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ აუცილებელია პირბადის ტარება

„მოსახლეობა ძალიან არ იცავს რეგულაციებს, განსაკუთრებით პირბადის ტარებას, რაც აუცილებელია”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვის საჭიროება გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს.

„მოსახლეობა ძალიან არ იცავს რეგულაციებს, განსაკუთრებით პირბადის ტარებას, რაც აუცილებელია. ალბათ ისევ გასამეორებელია, რომ არ არის საჭირო ამისათვის დასჯადი ღონისძიების დაწესება. ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ აუცილებელია პირბადის ტარება, მით უმეტეს რომ დელტა ვირუსი ძალიან ადვილად ვრცელდება“, – განაცხადა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები