მეხუთე ქართული მედალი ტოკიო 2020-ზე – ანტონ პლესნოი მესამე ადგილზე გავიდა
ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე უკვე მეხუთე მედალია. ძალოსნობაში, 96 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.
ატაცში მან 177 კილოგრამი, აკვრაში კი მიღებული ტრავმის მიუხედავად 210 კილოგრამი ასწია.
ორჭიდის ჯამში კილოგრამით პირველი ადგილი კატარელმა ფარეს ელბახმა (177+225), მეორე კი ვენესუელელმა კეიდომარ ვალენილიამ (177+210) დაიკავა.
ამ დროისთვის ტოკიო 2020-ზე საქართველომ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა. ოლიმპიური ჩემპიონი 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური გახდა, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა მოიპოვეს.