ირაკლი კობახიძე: როცა პოლიტიკოსები ფეხშიშველები ადიან პარლამენტის მერხებზე, ეს ქვეყანას ჭრის თავს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც ყოველ ჯერზე პოლიტიკოსები იჭრებიან პარლამენტის სპიკერის ტრიბუნასთან, ფეხშიშველები ადიან პარლამენტის მერხებზე და ა.შ., ეს ქვეყანას ჭრის თავს.
მისივე თქმით, მოსაფიქრებელია რაღაც, რაც პარლამენტში სურათს გააუმჯობესებს.
„ზოგადად ჩვენ ვხედავთ საჭიროებას, რომ საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური პროცესები წარიმართოს ჯანსაღად და ქვეყანას არ მოეჭრას თავი. როდესაც ყოველ ჯერზე პოლიტიკოსები იჭრებიან პარლამენტის სპიკერის ტრიბუნასთან, ფეხშიშველები ადიან პარლამენტის მერხებზე და ა.შ., ეს ქვეყანას ჭრის თავს. აქედან გამომდინარე, უნდა მოვიფიქროთ რამე, რაც პარლამენტში სურათს გააუმჯობესებს. ვიმსჯელოთ ამაზე და მივიღოთ გადაწყვეტილება“, – აცხადებს კობახიძე.
„ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ბიუროს სხდომაზე პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირებისთვის სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა, საკითხზე ოპონენტებს შორის კონსულტაციები გაიმართება.