ნინო წილოსანი: ამ დღეებმა ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო ისტორიულად და ახლაც, დგას ჩვენი დედა ეკლესიის იდეოლოგიურ ფუნდამენტზე, რომელმაც განსაზღვრა როგორც ჩვენი ერის, ასევე ჩვენი სახელმწიფოს შინაარსი

“ამ დღეებმა ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო ისტორიულად და ახლაც, დგას ჩვენი დედა ეკლესიის იდეოლოგიურ ფუნდამენტზე, რომელმაც განსაზღვრა როგორც ჩვენი ერის, ასევე ჩვენი სახელმწიფოს შინაარსი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დღეებმა ყველას დაანახა, რომ საქართველოში რელიგიური, ეთნიკური დაპირისპირება არ არსებობს.

„მან ასევე თავისი გარდაცვალებით მთელი ქართველი ერი შეკრა ერთ მუშტად და მთელ მსოფლიოს გაუგზავნა მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ ეს ქვეყანა არის უფლის რჩეული და საქართველო არასდროს გადაუხვევს ჩვენს რწმენას, იმ გზას, რომელიც ავირჩიეთ 1700 წლის წინ.

ამ დღეებმა დაგვანახა, რომ საქართველოში არ არსებობს რელიგიური, ეთნიკური დაპირისპირება და რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ წლების მანძილზე „ენჯეოების“ მიერ გამოგონილი ტყუილი იყო, რასაც კარგად აფინანსებდნენ, კვებავდნენ. ამ დღეების მანძილზე ჩვენ ვნახეთ, რომ ადამიანები თავისი რელიგიური განსხვავებულობის თუ ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, ჩვენთან ერთად, ქრისტიანებთან ერთად იდგნენ და გლოვობდნენ იმ დიდ ტკივილს. ჩვენი თანამოზიარენი იყვნენ ამ ყველაფრის“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები