კახა კუჭავა იუნესკოს გადაწყვეტილებაზე: ეს ისტორიული მოვლენა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის
საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორიისთვის იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას კახა კუჭავა სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„საქართველოს მრავალფეროვანი ბუნების მსოფლიო აღიარება – მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, როგორც უნიკალურ კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს, იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა!
ეს ისტორიული მოვლენა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. იგი მოიზიდავს ვიზიტორებსა და ტურისტებს, კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობასა და რაც განსაკუთრებით მახარებს, ხელს შეუწყობს საქართველოში ეკოტურიზმის განვითარებას“, – წერს კუჭავა.
საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.