ფრიდონ ინჯია: როდესაც არჩევნები ყალბდება, ხალხი მის დასაცავად გამოდის, მაგრამ ამ არჩევნებზე ხალხი არ გამოვიდა, რადგან დასაცავი არაფერი იყო

დავრწმუნდით იმაში, რომ არჩევნები მართლა არ გაყალბებულა, – ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „ევროპელი სოციალისტების“ წევრის თქმით, როდესაც არჩევნები ყალბდება, ხალხი სამართლიანი შედეგის დასაცავად ქუჩაში გადის, ეს კი არ მომხდარა.

„ძალიან უნდოდა გარკვეულ დესტრუქციულ ოპოზიციურ პარტიებს გამოსულიყო ხალხი, მაგრამ ხალხი არ გამოსულა, იმიტომ რომ დასაცავი არაფერი იყო. შემოვდივარ წინადადებით, რომ შეიქმნას დროებით საგამოძიებო კომისია წინასწარ იმ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდება. დამერწმუნეთ, ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შემდეგ თუ შეიქმნება ასეთი საგამოძიებო კომისია, ისინი მაინც არ მიიღებენ ამაში მონაწილეობას“, – განაცხადა ინჯიამ.
არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნები და რეკომენდაციები უკვე დაამტკიცა დღესვე, კომისიის დასკვნა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე, განიხილება და დამტკიცდება.
„ქართული ოცნების“ მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციის უმრავლესობა კომისიის სხდომას არ ესწრება. საგამოძიებო კომისიის დასკვნა 100-გვერდიანია და როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, გამოკვეთილი ხარვეზები ძირითადად ტექნიკური ხასიათის ცდომილებებს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები