კახა კუჭავა: ქალბატონ ხატიაზე კადრები რაც ვნახეთ, რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად მიუღებელია მსგავსი ქმედებები, ვიცი, დაწყებულია გამოძიება და მივადევნებთ თვალყურს

ქალბატონ ხატიაზე კადრები რაც ვნახეთ, რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად მიუღებელია მსგავსი ქმედებები, ვიცი, დაწყებულია გამოძიება და მივადევნებთ თვალყურს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, ძალადობასა და სანქციებთან დაკავშირებით ერთობლივი მსჯელობაა საჭირო.

„ძალადობასა და სანქციებთან დაკავშირებით, ერთად შეგვიძლია ვიმსჯელოთ და არ მგონია, ვინმე იყოს წინააღმდეგი, რომ ერთხელ და საბოლოოდ აღიკვეთოს სასესიო დარბაზში ძალადობა, მათ შორის, ვგულისხმობ მანდატურების წინააღმდეგ ძალადობა, კადრები ვნახეთ, დეპუტატები როგორ ექცევიან მანდატურებს. ერთად შეგვიძლია, მივიღოთ სანქციები. ცალმხრივად რომ არ გამოვიდეს, გთავაზობთ, მოვამზადოთ გარკვეული პროექტი, იქნება ეს რეგლამენტში ცვლილება თუ – შიდა განაწესი. ამისთვის აგვისტოს თვე საკმარისია, რათა სექტემბრიდან უკვე ამუშავდეს. ქალბატონ ხატიაზე კადრები რაც ვნახეთ, რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად მიუღებელი არის მსგავსი ქმედებები. ვიცი, დაწყებულია გამოძიება და მივადევნებთ თვალყურს, როგორ გაგრძელდება პროცესი. ფაქტია, არ შეიძლება მსგავს ქმედებებს არ ჰქონდეს შესაბამისი მკაცრი რეაგირება, რათა ერთხელ და საბოლოოდ დასრულდეს თუნდაც ქუჩაში მსგავსი ფორმის ქმედება, მით უმეტეს, როცა ინტერვიუს აძლევდნენ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ცნობისთვის, ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ხატია დეკანოიძეს რამდენიმე დღის წინ გამვლელმა მამაკაცმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მაშინ, როცა დეკანოიძე ჟურნალისტებს ეწერებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები