„ქვეყანაში კორონავირუსით ყოველდღიურად 150-200 ბავშვი ინფიცირდება, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია“ – ივანე ჩხაიძე

თუ საქართველოს სტატისტიკას გავითვალისწინებთ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10 % ბავშვია, გამოდის, რომ ყოველდღიურად ქვეყანაში 150-200 ბავშვი ინფიცირდება, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია“, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მდგომარეობის სიმძიმის გამო, ჰოსპიტალიზაციას უფრო მეტი ბავშვი საჭიროებს.

დელტა ვარიანტის” ერთერთი თავისებურება, რაც დიდ ბრიტანეთში ჩატარებული მრავალრიცხოვანი კვლევების შედეგად გამოიკვეთა, ახალგაზრდებსა და ბავშვებში მისი უფრო მეტად გავრცელებაა. ეს აისახა კიდეც საქართველოს რეალობაში. საავადმყოფოებში მიმართვიანობამ მნიშვნელოვანდ მოიმატა. მდგომარეობის სიმძიმის გამო უფრო მეტი ბავშვი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და, სამწუხაროდ, დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა. უფრო მეტი პაციენტია საავადმყოფოებში. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტია მძიმე შემთხვების რისკი. უფრო მეტია რისკი, რომ ისინი საჭიროებენ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობას. ეს ერთერთი თავისებურებაა კორონავირუსის “დელტა ვარიანტისა”, ამიტომ, ვფიქრობთ, რომ მომდევნო დღეები და კვირები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თვალსაზრისითაც. თუ საქართველოს სტატისტიკას გავითვალისწინებთ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10 % ბავშვია, გამოდის, რომ ყოველდღიურად ქვეყანაში 150 – 200 ბავშვი ინფიცირდება. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. თუ ყოველდღიურად 100-დან 200-მდე ბავშვი იქნება ინფიცრებული, რა თქმა უნდა, არის მოლოდინი, რომ მათ შორის იქნება მძიმე მდგომარეობა. ამ მხრივ პედიატრიული კლინიკების, განსაკუთრებით, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტების მზადება ძალიან მნიშვნელოვანია.
ახლა პედიატრიული საწოლები მაქსიმალურადაა გამოყენებული. დღეისათვის არცერთ რეგიონში ჰოსპიტალიზაციის პრობლემა შექმნილი არაა. რა თქმა უნდა, პროგნოზირება ძალიან ძნელია. თუ შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს, სრულიად წარმოუდგენელ რიცხვს თუ გავიხსენებთ, რაც ნოემბერ -დეკემბერში იყო: 4 -5 ათასი ინფიცირებული დღეში, მაშინ აუცილებლად გვექნება პრობლემა. დღეს ქვეყანაში 1 400 საწოლია თავისუფალი“, – განაცხადა ჩხაიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები