საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 8 659 ადამიანი აიცრა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 8 659-მა ადამიანმა გაიკეთა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ ქვეყანაში 383 339 ვაქცინირებულია.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 395 621 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 369 483, გარდაიცვალა 5 636 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილი მოქალაქეებისთვის, საკოორდინაციო საბჭო შეღავათების საკითხს განიხილავს.
მისივე თქმით, შესაძლოა, დაწესებულებებს, სადაც ყველა თანამშრომელი აიცრება, ე.წ. „მწვანე“ სტატუსი მიენიჭოს.