ზურა ხაჩიძე: პატრიარქის და ეკლესიის გინებას არ გაპატიებთ

“პატრიარქის და ეკლესიის გინებას არ გაპატიებთ, ამიტომ წაიშალეთ თავი სანამ მე დაგერიეთ”, – ამის შესასებ მომღერალი და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზურა ხაჩიძე აცხადებს, რითიც  თავის ფეიბუქ მეგობრებს მიმართავს

მისი თქმით,  რაც ხდება “არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და ქვეყნის მტრობა”.

“ეს რაც ხდება, არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და ქვეყნის მტრობა. ამდენი დროის განმავლობაში, ქვეყნის რყევას, ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს და მართლა ჩამოიქცევა ეს ჩვენი სამშობლო.

არც პრემიერი და არც შინაგან საქმეთა მინისტრი არ უნდა გადადგეს!!!გამოძიებული უნდა იყოს ყველა კანონის დარღვევა!!! პასუხი უნდა აგოს ყველა დამნაშავემ, პროვოკატორმა და ქვეყნისგარე მტერმა !

ყველას გაფრთხილებთ, ვინც ჩემს მეგობრებში ხართ, პატრიარქის და ეკლესიის გინებას არ გაპატიებთ, ამიტომ წაიშალეთ თავი სანამ მე დაგერიეთ. ყველაფერს ხედავს საზოაგადოება და ყველაფერს თავის სახელს დარქმეევს!ნუ იწვევთ საქართველოს მოსახლეობას!! კიდევ ერთხელ ვუსმაძიმრებ ლექსოს გარდაცვალებას ყველას!

მოციქულები პეტრე და პავლე ჰფარავდეს საქართველოს და მის უწმინდესოსობას! ამინ”, – წერს ხაჩიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები