დავით ქაშიაშვილი: კვერცხის სროლა არის სირცხვილი!
იყოს მშვიდობიანი აქციის საერთაშორისო სტანდარტი, მკიდია! კვერცხის სროლა არის სირცხვილი! – ამის შესახებ ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც დღევანდელ აქციას ეხმიანება, სადაც აქციის მონაწილეებმა, რომლებიც „ქართული ოცნების“ ოფისთან იყვნენ შეკრებილები შენობას კვერცხები დაუშინეს.
შეგახსენებთ, რომ ფაქტს წინ უძღოდა დაპირისპირება სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის. აქციის მონაწილეების თქმით, მათ პოლიციელებმა ინვენტარი წაართვეს, რისი საშუალებითაც ისინი პერფორმანსის მოწყობას აპირებდნენ.
დღეს პარლამენტის წინ “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით აქცია გაიმართა.მედიის წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვა მოქალაქეებმა 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობა.