საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე დააკავეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი, ჟურნალისტი ირაკლი აბსნაძე, „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავება მას შემდეგ მოხდა, როდესაც  მას „ქართული ოცნების“ ოფისთან ახლოს მისვლა სურდა, თუმცა, ამის საშუალება არ მიეცა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია 12 ივლისს, საღამოს 18:00 საათიდან განახლდა. აქციის მონაწილეები ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები