ილია მეორე ლექსო ლაშქარავას დედას შეხვდება
სამების ტაძრის არქიმანდრიტის, იოანე მჭედლიშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილი გადასცა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ლექსო ლაშქარავამ პატრიარქთან შეხვედრა ვერ მოასწრო, მაგრამ დედამისს უახლოეს პერიოდში შეხვდება.
„მისი უწმინდესობის სამძიმრის წერილი მოვიტანეთ ოჯახში და წესი ავუგეთ ალექსანდრეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ახალგაზრდა ადამიანი დაკარგა ქვეყანამ. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ალექსანდრეს ბოლო პერიოდში ჰქონდა პატრიარქთან შეხვედრის დიდი სურვილი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შედგა შეხვედრა და მისმა უწმინდესობამ გამოთქვა სურვილი, რომ უახლოეს მომავალში მის დედას აუცილებლად შეხვდება
საპატრიარქოს პოზიცია აღნიშნულ ფაქტამდეც იყო, რომ არავის არ უნდა ეძალადა და იყო უამრავი წერილი ამასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული. თითოეული ძალადობა უნდა იყოს გამოკვლეული და უნდა იყოს დასჯილი კანონის მთელი სიმკაცრით“, – აღნიშნა არქიმანდრიტმა.